ჯოშუასა და ფიურის ორთაბრძოლა არ შედგება
ამ თვის დასაწყისში Gypsy King-მა გაამხილა, რომ მისი დიდი ხნის ნანატრი ორთაბრძოლა, ჯოშუას წინააღმდეგ, შესაძლოა შემდგარიყო. მიუხედავად AJ-ს თანხმობისა, საქმე ჭიანურდებოდა და ენტონის მხარე კონტრაქტს ხელს არ აწერდა. ტაისონ ფიურის აგენტმა ფრენკ უორენმა ჯოშუას გარჯვეული დრო მისცა გადაწყვეტილების მისაღებად.
❌ 𝐅𝐮𝐫𝐲-𝐉𝐨𝐬𝐡𝐮𝐚 𝐢𝐬 𝐨𝐟𝐟 ❌
— Sky Sports (@SkySports) September 26, 2022
Tyson Fury says proposed fight with Anthony Joshua in December is off 🚨
🎥 @Tyson_Furypic.twitter.com/9QqrZWlPTK
ეს ვიდეო ტაისონ ფიურიმ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და ამბობს, რომ ბრძოლა არ შედგება, რადგან ენტონი ჯოშუამ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. ფრენკ უორენი თავიდანვე აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ თუ ეს ბრძოლ არ შედგებოდა ყველაფერი AJ-ს წარმომადგენლების ბრალი იქნებოდა.
"ბრძოლა თუ ვერ შედგა ჩვენი ბრალი არ იქნება. საქმე ძალიან ჭიანურდება და ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. ჯოშუას კვირის ბოლომდე აქვს დრო, რომ პასუხი შეგვატყობინოს."
ეს განცხადება ფრენკ უორენმა ერთი კვირის წინ გააკეთა და როგორც ვხედავთ, ჯოშუა დათქმულ დროში ვერ ჩაეტია.