ჯოშუა Vs. ფიური | ეპოქალური ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოეწერა
3 წლის წინ
სხვა
2 წთ
გარიგების წარმატებით დასრულებისა და კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, პრომოუტერები ედი ჰერნი, ბობ არუმი და ფრენკ უორენი საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, რათა ბრძოლის ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა დადგინდეს. წყაროს მტკიცებით, ბრძოლის თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია 1 თვეში გავრცელდება.
"ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 1 თვეში გვექნება. ორივე მხარისათვის იდეალური პირობების შეთავაზება და კონტრაქტზე ხელის მოწერა ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რომელიც უკვე მოგვარებულია. ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან ევროპიდან და ამერიკიდან უამრავი შემოთავაზება მივიღეთ. ჯოშუასა და ფიურის ბრძოლა კრივის ისტორიაში შევა და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ივენთად დარჩება - აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძოლის მასპინძლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი გამარჯვების ტოლფასი იქნება", - აღნიშნა ედი ჰერნმა.