Belive

ჯოშ ემეტის უძლიერესი მარჯვენა | ჭიკაძის შემცვლელი ნოკაუტში გაუშვეს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 296-ზე შეკრებილმა მაყურებელმა ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტი იხილა. ჯოშ ემეტმა, პირველივე რაუნდში, უძლიერესი მარჯვენა გაუტარა ახალგაზრდა ბრაის მიტჩელს და ეს უკანასკნელი ოქტაგონზე მოწყვეტით დაეცა.

38 წლის მებრძოლს UFC-ში ზედიზედ 2 მარცხი ჰქონდა. ჯერ იაირ როდრიგესთან და შემდეგ ილია თოფურიასთან. ემეტი ამ მოგებით რეიტინგში მე-6 ადგილზე დარჩება.

წესით, ამ ღონისძიებაზე ემეტს გიგა ჭიკაძესთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ქართველი ბრძოლას ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ჩაეხსნა და ბრაის მიტჩელი ბრძოლის ჩატარებას დაუგეგმავად დათანხმდა.

სხვა სტატიები