Belive

ჯონ ვუდი: "მერაბი უმართან ჩხუბს ნახევრად მკვდარი შეხვდა"

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ქამარი პირველად უმარ ნურმაგომედოვთან დაამარცხა. "მანქანამ" დაღესტნელი 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, უმარმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საკუთარ მარცხს ხელის ტრავმას უკავშირებდა.

ამასთან დაკავშირებით ჯოვ ვუდმა, მერაბის მთავარმა მწვრთნელმა, ისაუბრა და თქვა, რომ დვალიშვილი ჩხუბს ნახევრად მკვდარი შეხვდა.

ბრძოლას თავად ითხოვდნენ და შემდეგ ამბობდნენ, რომ უმარი ტრავმირებული იყო. მერაბი ამ ჩხუბს ნახევრად მკვდარი შეხვდა. თქვენ არ გესმით. მას ღია ჭრილობა ჰქონდა, სტაფილოკოკით დაინფიცირდა და ანტიბიოტიკებს იღებდა. მე პირადად, ეს არავისთვის მითქვამს, დიდი ალბათობით ამ ბრძოლიდან ჩავხსნიდი. - განაცხადა ჯონ ვუდმა
ასე გამოიყურებოდა მერაბის დაზიანებული ფეხი უმართან ჩხუბამდე

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს მომავალი ჩხუბი კვლავ შონ ო'მალისთან ელის. მათი რემატჩი UFC 316-ზე, 8 ივნისს შედგება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე საჩემპიონო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები