Belive

"ჯონ ჯონსის მსგავს ბიჭს UFC მეტს უნდა უხდიდეს" - ტომ ასპინალი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ჯონ ჯონსი თეთრი სახლის ღონისძიებაზე იქნებოდა. ფანები მისი და ალექს პერეირას ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც შემდეგ გაირკვა, UFC-სთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და მიზეზი შესაბამო ანაზღაურება იყო.

ამ საკითხზე ტომ ასპინალმა ისაუბრა და თქვა, რომ ჯონსის მსგავს სპორტსმენს კარგად უნდა უხდიდნენ.

თუ ვინმე უნდა იღებდეს ამ სპორტისგან ბევრ ფულს ეს ჯონ ჯონსია. ამას მე ვამბობ, ვისაც ჯონსთან პრობლემები აქვს. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ჯონმა ამ სპორტს მისცა, მეტს უნდა უხდიდნენ. ისეთს ხალხს, როგორიც ჯონ ჯონსი და კონორ მაკგრეგორი არიან, უკეთ უნდა უხდიდნენ. - განაცხადა ტომმა ელვანისთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში თანამთავარი ჩხუბი მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის იქნება. ეს დაპირისპირება ალექს პერეირასა და სირილ განს შორის შედგება. მათ შორის გამარჯვებული ტომ ასპინალს შეხვდება, რომელსაც თვალის ტრავმის გამო პაუზა აქვს აღებული.

სხვა სტატიები