ტაისონსა და მეივეზერს შორის საჩვენებელი ბრძოლა იგეგმება
გასული წლის სექტემბერში, კრივის ცოცხალმა ლეგენდებმა, ფლიოდ მეივეზერმა და მაიკ ტაისონმა განაცხადეს, რომ მათი საჩვენებელი ბრძოლის თარიღი განიხილება. ეს ამბავი სწრაფად ჩაწყნარდა, რადგან აცერთი ბანაკიდან "განახლებები" არ მოჰყოლია.
შეხვედრის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაციის მიღებას დრო დეკემბრამდე დასჭირდა - ტაისონმა განაცხადა, რომ ბრძოლა აფრიკაში შედგებოდა და კონკრეტულ ქვეყანას ორგანიზატორები შეარჩევდნენ.
ამ თვეში, TMZ-თან საუბრისას, ტაისონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი რწმენა ბრძოლის ჩატარების შესახებ და თუ Ring Magazine-ის ჟურნალისტს დავუჯერებთ, შესაძლოა, ორი ლეგენდა ერთმანეთს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 25 აპრილს დაუპირისპირდეს.
მაიკ ტაისონმა, რომელიც 30 ივნისს 60 წლის ხდება, ბოლო საჩვენებელი ბრძოლა ჯეიკ პოლის წინააღმდეგ ჩაატარა და დამარცხდა - 'რკინის მაიკი' საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა.
რაც შეეხება, ფლიოდ მეივეზერს, მან ბოლო წლებში რამდენიმე საჩვენებელი ბრძოლა ჩაატარა და გაცილებით უკეთეს სპორტულ ფორმაშია, თუმცა მოკრივეების ფიზიკური გაბარიტებისა და გამძეობის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრის ჩატარება უცნაურად გამოიყურება.
MAYWEATHER VS. TYSON IS OFFICIAL 🥊
— Bleacher Report (@BleacherReport) February 16, 2026
Floyd Mayweather Jr. and Mike Tyson will have an exhibition match in the Democratic Republic of Congo, tentatively agreed for April 25th, 2026, per @ringmagazine pic.twitter.com/44xTvACWX6