Belive

ჯო როგანთან პოდკასტში, კამარუ უსმანი მის მარცხზე შექმნილ მიმებზე გულიანად იცინოდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ყოფილ საშუალო წონის ჩემპიონს, სულ რაღაც ერთი წუთი აშორებდა UFC 278-ზე ტიტულის წარმატებით დაცვამდე, სანამ თავში ფეხის ძლიერი დარტყმით ძირს დაეცემოდა.

მაშინ, როცა ლეონ ედვარდსი გამარჯვებას აღნიშნავდა, კამარუ ძირს ეგდო და ფართოდ გახელილი თვალებით უმისამართოდ იყურებოდა. გასაკვირი არ არის, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ეს ფოტო მალევე აიტაცეს და მისგან სახალისო მიმებიც შექმნეს.

უსმანი ამ ყველაფერს მხიარულად შეხვდა და ჯო როგანთან პოდკასტში გულიანადაც იცინა. ვარსკვლავების უმრავლესობას სძულთ, როცა მათ დასცინიან, მაგრამ უსმანი ასეთი არ აღმოჩნდა. კამარუმ ისიც იხუმრა, რომ ლეონმა 20 წუთით დასაძინელბლად გაუშვა.

უცანურია, მაგრამ ნიგერიელმა მებრძოლმა თქვა, რომ მარცხის შემდეგ თითქოს შვება იგრძნო.

" რთულია, როცა წლების განმავლობაში მწვერვალზე ხარ. ამ დროს შეგან ყველა მაქსიმუმს ელის. ამ მარცხის შემდეგ თითქოს შვება ვიგრძენი."

სხვა სტატიები