Belive

ჯერვონტასთან მარცხის შემდეგ, გარსიამ მისი მწვრთნელი გაათავისუფლა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ჯერვონტა დევისთან მარცხის შემდეგ, რაიან გარსიამ გადაწყვიტა, რომ მწვრთნელთან ჯო გოსეთან თანამშრომლობა შეეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გარსიამ ჯერვოსტანსთან ბრძოლა მე-7 რაუნდში, სხეულის ძლიერი დარტმის შედეგად წააგო. მთელი ბრძოლის განმავლობაში დეივისი მის მოწინააღმდეგეს ჯობნიდა და მე-2 რაუნდში გარსიას ნოკდაუნში ჩაგდებაც მოახერხა.

როგორც ESPN Ringside იტყობინება, რაიანმა უკვე შეარჩია მისი ახალი მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მოკრივემ საკუთარ სოციალურ ქსელში ESPN-ის მიერ გამოქვეყნებული ეს ახალი ამბავი გააზიარა.

გარსიამ გოსენთან მუშაობა 2022 წლის აპრილში დაიწყო. რაიანმა მისი ხელმძღვანელობით ორი ბრძოლა მოიგო, რომელთაგან ერთი ნოკაუტი იყო.

სხვა სტატიები