Belive

ჯერვონტას შოუ გრძელდება | 28-ე ნოკაუტი კარიერაში

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ლას ვეგასში, MGM Grand Garden არენაზე პროფესიონალური კრივის გამორჩეული ბრძოლა გაიმართა და ჯერვონტა "ტანკი" დეივისმა კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს თავისი "ცაციას" ძალა. დევისმა ამერიკელი მოკრივე, ფრენკ მარტინი მე-8 რაუნდში, საფირმო მარცხენათი გათიშა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ბალტიმორელმა "ტანკმა" ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო ნოკაუტით მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად პირველი ექვსი რაუნდიდან ხუთი დათმო, რათა მოწინააღმდეგის შესახებ უფრო მეტი გაეგო და დაეღალა. როცა ოპონენტს დაღლილობა შეატყო მომენტიც დაიჭირა და ჯერ მარცხენა "აპერქათით" ხელები ჩამოაშვებინა, შემდეგ კი საფირმო "პირდაპირით" ნოკაუტში გაუშვა.

დეივისს 2023 წლის აპრილის შემდეგ არ უბრძოლია, მაშინ მან რაიან გარსია მეშვიდე რაუნდში, იმავე დარტყმით "დასვა". დევისის პაუზა გამოწვეულია იმითაც, რომ 44 დღე დაკავებული იყო გასულ ზაფხულს შინაპატიმრობის პირობების დარღვევის გამო. საავტომობილო ავარიის შედეგად, რომელშიც დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი გარდაიცვალა, ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნეს.

"ტანკს" კარიერაში 30 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 28 ნოკაუტით დაასრულა, ის დაუმარცხებელი მებრძოლია.

სხვა სტატიები