Belive

ჯეიკ პოლმა MMA-ს სადებიუტო ბრძოლაში ნეით დიასი გამოიწვია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ჯეიკ პოლმა პროფესიონალ მებრძოლთა ლიგასთან (PFL) კონტრაქტი გააფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ამერიკელს MMA-ში ვიხილავთ.

ბოლო ბრძოლაში 25 წლის პოლმა UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ანდერსონ სილვა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაპირისპირება არა ოქტაგონზე, არამედ რინგზე შედგა. მოსალოდნელია, რომ მისი დებიუტი 2023 წელს Super Fight დივიზიაში შედგეს.

საინტერესოა, რომ UFC-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი და PFL-ის მეწილე, ჯეიკ პოლის ბიზნეს პარტნიორია.

მებრძოლები, რომლებიც Super Fight-ის დივიზიონში ასპარეზობენ, ღონისძიების შემოსავლიდან მინიმუმ 50 პროცენტს მიიღებენ. მოხსენების თანახმად, დივიზიონში ასევე შეიძლება იასპარეზონ ინფლუენსერებმაც და ცნობილმა ადამიანებმაც, რომლებიც გარკვეულ დონეზე არიან საბრძოლო ხელოვნებაში.

პოლს სურს, რომ ნეით დიაზს დაუპირისპირდეს. მას ჯერ კრივში, ექვსი თვის შემდეგ კი, MMA-ში სურს მასთან ბრძოლა.

„ნეითისთვის ორ ბრძოლიანი შეთავაზება მაქვს. ჯერ კრივში, ექვსი თვის შემდეგ კი, MMA-ში შევებრძოლებით. ნეით მე მზად ვარ შენსავე სპორტში შეგებრძოლო."

შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ნეით დიასმა UFC-ში მისი ასპარეზობა დაასრულა.

სხვა სტატიები