Belive

ჯეიკ პოლი Vs. ხორხე მასვიდალი - გადაწყვეტილება დანა უაითმა უნდა მიიღოს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ჯეიკ პოლი მზადაა კრივის წესებით დაპირისპირებაზე უარი განაცხადოს და ხორხე მასვიდალს ოქტაგონზე დაუპირისპირდეს - ამისათვის დანა უაითმა მისი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. სოციალური მედიის ვარსკვლავმა UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი - ტაირონ ვუდლი ზედიზედ მეორედ დაამარცხა და მზადაა საკუთარი შესაძლებლობები ოქტაგონზე წარმოაჩინოს. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, ჯეიკ პოლმა დანა უაითს სამი მოთხოვნა წაუყენა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მზადაა სახელოვან ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდეს. პირველ რიგში ჯეიკ პოლი მოითხოვს, რომ მებრძოლებისათვის განკუთვნილი მინიმალური თანხა $12,000-დან $50,000-მდე გაიზარდოს. ჯეიკ პოლი ასევე ითხოვს, რომ ორგანიზაციის მთლიანი შემოსავლის 50% გარანტირეულად გადანაწილდეს მებრძოლებზე. პოლის უკანასკნელი მოთხოვნაა, რომ ორგანიზაციამ მებრძოლებზე იზრუნოს და მათ გრძელვადიანი სამკურნალო და სარეაბილიტციო პროცედურები დაუფინანსოს, რადგან უამრავმა მათგანმა ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამ დროისათვის დანა უაითს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უაითმა ჯეიკ პოლის მოთხოვნების შესრულებაზე თანხმობა განაცხადოს. შეგახსენებთ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს ორგანიზაციის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

სხვა სტატიები