Belive

"ჯასტინ მოემზადე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში განწირული ხარ" - ილია თოფურია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი გახდა, ამერიკელმა მებრძოლმა UFC 324-ის ღონისძიების მთავარ შეხვედრაში პედი პიმბლეტი დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიას მეტოქის ვინაობაც გაირკვა, ქართველი გეიჯს შეხვდება.

აღნიშნულ ბრძოლას ილია თოფურია სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

პატარა სოსისო, ერთადერთი რამ რაც უნდა გაგეკეთებინა, 38 წლის კაცის დამარცხება იყო. ახლახან შენ დაკარგე ცხოვრების ყველაზე დიდი ანაზღაურება, გამარჯვების შემთხვევაში გამდირდებოდი. ჯასტინ შენ კი რაც შემიძლია გითხრა, არის გილოცავ... და მინდა გითხრა, რომ მოემზადე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში განწირული ხარ - ილია თოფურია

სხვა სტატიები