Belive

ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC 324-ის ღონისძიების მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დაუპირისპირდნენ. ბრძოლა გეიჯის უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა - 49:46, 49:46, 48:47.

პედი პიმბლეტთან მოგების შემდეგ, UFC-ის მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი გახდა, ამით კი ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობაც გაირკვა. შეგახსენებთ, მთელი მსოფლიო ქართველი მებრძოლის და პიმბლეტის ბრძოლას ელოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ თოფურიას ჯასტინი დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები