"მერაბს ჩემპიონობა რომ შეენარჩუნებინა მასთან ტრილოგიას არავინ მომცემდა" - ო'მალი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალიმ მაიკლ ბისპინგთან ისაუბრა. "შუგამ" გვითხრა, რომ მერაბის მისთვის ძალიან მომგებიანი იყო, რადგან სატიტულო ჩხუბის პოტენციალი გაუჩნდა. მისი თქმით, მერაბს ქამარი რომ შეენარჩუნებინა მესამე ჩხუბს ვერ მიიღებდა.
მერაბს ჩემპიონობა რომ შეენარჩუნებინა მასთან ტრილოგიას არავინ მომცემდა. პიოტრის წინააღმდეგ კი სატიტულო ბრძოლის მიღება შემიძლია. ჩვენ საკმაოდ ახლო ბრძოლა გვქონდა, რომელიც გადაწყვეტილებით მოვიგე. იანთან ჩხუბი ისეთი რთული არ არის, როგორც მერაბთან. პიოტრი უფრო მრავალმხრივია, ვიდრე მერაბი. მერაბს უბრალოდ გრეპლინგი აქვს. თუ შემდეგ ჩხუბს მოვიგებ იანთან შემდეგი მე ვიქნები.
მერაბის ბევრმა აქტიურობამ იანთან ჩხუბში დიდი გავლენა იქონია. არ ვიცი შედეგი სხვაგვარი იქნებოდა თუ არა, მაგრამ საქართველოში რომ წასულიყო და დაესვენა შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიოყო. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ ო'მალი სონგ იადონგის წინააღმდეგ იბრძოლებს. მისი ჩხუბი 25 იანვარს UFC 324-ზე გაიმართება.