ისტორიაში პირველად ქართველ ქალ მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
6 დღის წინ
სხვა
1 წთ
8-16 მარტს, სერბეთში კრივის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ქალ მოკრივეთა ნაკრები იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ქალ მოკრივეთა ნაკრები ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე ორი მოკრივეთი წარსდგება:
50კგ - თეონა ფიროსმანაშვილი
57კგ - ჰურამან კასუმოვა