Belive

"ისლამს ილიასთან ჩხუბი არ უნდა" - რენატო მოიკანუ

7 თვის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი რენატო მოიკანუ საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ბრაზილიელი თვლის, რომ მახაჩევს ილიასთან დაპირისპირება არ უნდა, მაგრამ ეს მოუწევს.

მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ. ილია საჩუქარი არავისთვისაა. ისლამს მასთან ჩხუბი არ უნდა. არც ზედა წონაში ასვლა უნდა, რადგან ბელალი მისი მეგობარია. - განაცხადა რენატო მოიკანუმ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ვრცელდება ჭორები, რომ ის ისლამ მახაჩევს შეხვდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ საბრძოლი ბანაკში მახაჩევიც ჩართულია. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, თოფურია-მახაჩევის დაპირისპირების თარიღი ივნისია.

სხვა სტატიები