Belive

"ისლამი ძლიერია, მაგრამ ამის მიუხედავად მისი გათიშვა ან დასაბმითება შემიძლია" - ილია თოფურია

3 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ უკეთესია და მახაჩევს პირადადაც მიმართა.

უბრალოდ ვგრძნობ, რომ ყველა კომპონენტში მასზე ძლიერი ვარ. მშვენიერი მებრძოლია, მაგრამ მის სტრაიკინგსა და ჭიდაობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ისლამი ძლიერია, მაგრამ ამის მიუხედავად მისი გათიშვა ან დასაბმითება შემიძლია.

ყველაფერ კარგს გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოს. თუმცა, როცა ოქტაგონზე შევხვდებით მნიშვნელობა არ ექნება ვინ იდგება ჩემს წინ, მე გამარჯვებისთვის გამოვალ. - განაცხადა ილიამ Hard News-თან საუბრისას

საინტერესოა, რომ გასულ ღამეს თოფურიამ საინტერესო პოსტი გაავრცელა. მისი თქმით, ილიას მომავალი მეტოქით ძალიან გავოცდებით.

სხვა სტატიები