"ისლამი ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა, როცა მადალენა დაამარცხა" - დენიელ კორმიე
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიემ მადალენასთან პრატესის გამარჯვება შეაფასა. DC ბრაზილიელის გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა და თქვა, რომ მადალენსთან ასეთი შთამბეჭდავი ისლამიც კი არ ყოფილა.
ისლამის მიერ ჯეკის დამარცხება ისეთივე შთამბეჭდავი არ იყო, როგორც პრატესის გამარჯვება. ვნახეთ რა გაუკეთა ისლამმა მადალენას. ვნახეთ როგორი დომინანტი იყო საჩემპიონო ჩხუბში. ისლამის გამარჯვება ახლოსაც არ იყო იმ მოგებასთან, რომელიც კარლოს პრატესმა პერტში მოიპოვა. ისლამმა ყველაფერი ადვილად წარმოაჩინა, მაგრამ კარლოსის გამოსვლა სიგიჟე იყო. ისე ჩანდა თითქოს დელა მადალენა პრატესთან ერთად ოქტაგონზე ყოფნას არ იმსახურებდა. - ამბობს დენიელ კორმიე
Daniel Cormier highlights Carlos Prates’ performance over JDM as more eye-catching than Islam Makhachev’s 👀🤯
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) May 3, 2026
"The way Islam beat Jack was not nearly as impressive as what Carlos Prates did"
"We saw what Islam did to Jack to win the championship. We saw him dominate Jack to… pic.twitter.com/MJ1yWhZ0h3
ჯეკ დელასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კარლოს პრატესი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა. მოსალოდნელია, რომ იან გარის შემდეგ სატიტულო ჩხუბის შანსს სწორედ ის მიიღებს.