ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ბრძოლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეისთან ქამრის დაცვის შემდეგ, ხშირია საუბრები იმის შესახებ რომ ილიამ დივიზიონი გაასუფთავა. "მატადორის" მომავალ მოწინააღმდეგედ მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი სახელდება. თავად ილიამ მის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და ისიც განაცხადა, რომ ისლამს საბმიშენით მოუგებს.
თავად ისლამმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ მასზე პატარა მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების აზრს ვერ ხედავს.
ჩემი ოცნება იგივეა - გავხდე ორი დივიზიონის ჩემპიონი. ჩემზე პატარა ბიჭებთან ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ. ვოლკანოვსკი ორჯერ დავამარცხე და ხალხი ისევ ამბობს, რომ ჩემზე პატარა მოწინააღმდეგეს მოვუგე. თუ თოფურიას დავამარცხებ იგივე მოხდება. თუ ზედა წონაში ავინაცვლებს და იქ ჩემპიონი გავხდები, ეს უკვე მემკვიდრეობაა. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
შეგახსენებთ, რომ ისლამის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმაც იგივე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მახაჩევს თოფურიასთან ბრძოლის ინტერესი არ აქვს და თუნდაც ამ ჩხუბში გაიმარჯვოს, ეს საკუთარი მემკვიდრეობისთვის არაფერი იქნება.