ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC 322-ის ტურნირზე ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლა როგორც მოსალოდნელი იყო 5-რაუნდიანი გამოდგა და მახაჩევის სრული დომინაციით მიმდინარეობდა. დაღესტნელი მებრძოლი ამ გამარჯვებით ქვესაშუალო წონის ქამარს დაეუფლა. ისლამი UFC-ის ორი წონის ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლს საკმაოდ გრძელი წაუგებელი სერია ჰქონდა, ჯეკ მადალენა 8 წელი არავის დაუმარცხებია, ხოლო ისლამ მახაჩევი ცხრა წელიწადნახევარია არ დამარცხებულა და UFC-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერიით (16 გამარჯვება), ანდერსონ სილვას გაუთანაბრდა.