"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს მერაბმა თავი თვითონ დაიღალა" - ალჯამაინ სტერლინგი
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალჯამაინ სტერლინმა მერაბ დვალიშვილის და იანის მეორე ჩხუბზე ისაუბრა. იამაიკელმა გაგვიმხილა, რომ მერაბის საბრძოლო გეგმით ოდნავ გაოცებული დარჩა. "ალჯოს" შეფასებით, დვალიშვილმა ასეთი ბრძოლით საკუთარი თავი დაღალა.
ჩემი აზრით, მათი ბრძოლა შემდეგი უნდა იყოს. პირველი ორი ჩხუბი კარგი იყო. ამ ბრძოლაში იანი იგებდა, მაგრამ ვფიქრობ ძალიან ახლო იყო. დაპირისპირება იმდენად კონკურენტული იყო, რომ კიდევ მინდა მათი ჩხუბი ვნახო. განსაკუთრებით საჩემპიონო გარემოებებიდან გამომდინარე. მათ შორის ანგარიში 1:1 არის და ვთვლი მერაბმა ცვლილებები უნდა შეიტანოს. საკუთარ თავს მეტად უნდა დაემსგავსოს.
იანთან პირველ ჩხუბში მერაბმა პირველი ფეხებში შევლა 15 წამში შეასრულა. ამჯერად კი, ჯებებს ცვლიდნენ და ფეხზე სამი წუთის განმავლობაში გაჩერდა. მერაბს ამაზე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ზეწოლა ცოტა ადრე უნდა დაეწყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავი თვითონ დაიღალა. - თქვა ალჯამაინ სტერლინგმა
🇬🇪 🏆 Aljamain Sterling says Merab vs. Yan 2 was close, but believes Merab got tired early and will need to go back to wrestling heavy style in the rematch:
— Home of Fight (@Home_of_Fight) February 10, 2026
“Now they’re 1–1 against each other. I think the adjustment he has to make is getting back to being more like himself.”… pic.twitter.com/A5H0SZzkth
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ქამარი სწორედ იანთან დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მერაბს UFC-სგან განმეორებითი ჩხუბი გარანტირებული აქვს. ახლა პიოტრი აღდგენით პერიოდს გადის, რადგან რუსმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთა.