დანა უაითი: "თოფურია 2027 წლის დასაწყისში დაბრუნდება"
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
დანა უაითმა განაცხადა, რომ ილია თოფურია მალე დაბრუნდება. UFC-ს პრეზიდენტი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, მაგრამ გვეუბნება, რომ ილიას ოქტაგონზე გამოჩენას 2027 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
ის 2027 წლის დასაწყისში დაბრუნდება, ამაზე ვმუშაობთ. მსუბუქი წონის მთელი დივიზიონი: გეიჯი, თოფურია, არმან ცარუკიანი, ოლივეირა, პადი პიმბლეტი, ჰოლოუეი... TOP 10-ს მებრძოლები აქ ნამდვილი მკვლელები არიან. ეს საუკეთესო და ყველაზე კონკურენტული დივიზიონია. - ამბობს დანა უაითი
🚨 Dana White says the UFC is currently working on Ilia Topuria's return fight, and expects it to be in early 2027 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) November 4, 2026
"He'll come back in early 2027. We're working on that."
(via @jimrome) pic.twitter.com/p1aCsvBwM1
ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დანა მზადაა, ვოლკანოვსკის კარიერის მიწურულს მისთვის ყველაფერი გააკეთოს. იმის ფონზე, რომ ავსტრალიელმა გეიჯისთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, ჯასტინი კი პირდაპირ არ ამბობს, სურს თუ არა ილიასთან რემატჩი, სრულიად შესაძლებელია, გეიჯისა და ვოლკანოვსკის დაპირისპირებაც ვიხილოთ.