Belive

"ისე ჩანს თითქოს ნგანუ ჯონსს გაექცა, თუმცა, ეს ასე არ არის" - დენიელ კორმიე

1 წლის წინ სხვა
2 წთ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, UFC-ის უკვე ყოფილი ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში აღარ იბრძოლებს. ფრანსის ნგანუ უკვე ოფოციალურად UFC-ის რიგებში აღარ ირიცხება. აღნიშნული ინფორმაცია შაბათს გავრცელდა და ეს ყველაფერი დანა უაითმაც დაადასტურა:

"ჩვენ ნგანუს ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, რომელიც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად მძიმეწონოსანად აქცევდა, თუმცა, მან უარი განაცხადა. კონტრაქტი გავწყვიტეთ და ახლა შეუძლია ის აკეთოს, რაც სურს." - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.

უაითმა ისიც აღნიშნა, რომ ნგანუს დიდ ფულზე ისე სურდა ბრძოლა, რომ ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლოდა. საქმე ეხება ჯონ ჯონსს, რომელიც უკვე ოფიციალურად დაბრუნდა და სირილ განსაც დაუპირსპირდება. ამ აზრს დენიელ კორმიე უარყოფს და ამბობს, რომ UFC-დან წასვლის მიზეზი ჯონსთან ბრძოლა არ ყოფილა.

„ირონიული არ არის, რომ ჯონ ჯონსი ჩემპიონობისთვის იბრძვის? ბიჭებო, გახსოვთ, რა გამოვიარე, როცა ვაკანტური ქამარი მოვიგე? ახლა სხვაგვარადაა. ჯონსს ფრენსისის წინააღმდეგ აქამდე არ უბრძოლია, მაგრამ განა ირონიული არ არის, რომ ის ახლა ამ სიტუაციაშია? ისე ჩანს თითქოს ნგანუ ჯონსს გაექცა, თუმცა, ეს ასე არ არის. - ამის შესახებ კორმიემ საკუთარ YouTube არხზე განაცხადა.

"ფრენსისს ჯონსსთან ბრძოლა ნებისმიერ დროს შეეძლო. ნგანუს დამარცხების გარეშე, იქნება ჯონსი ნამდვილი ჩემპიონი? მას გამარჯვება არც სირილის წინააღმდეგ აქვს გარანტირებული, რადგან ის ძალიან კარგი მებრძოლია." - აღნიშნა კორმიემ.

იქიდან გამომდინარე, რომ ნგანუმ UFC დატოვა მძიმე წონის ქამარი ვაკანტური გახდა. ახლა მისთვის ერთმანეთს ჯონ ჯონსი და სირილ განი დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ორთაბრძოლა UFC 285-ის მთავარ ღონისძიებაზე, 4 მარტს, ლას-ვეგასში შედგება.

სხვა სტატიები