Belive

"ის ცდილობს კოლბის ქართული ვარიანტი გახდეს" - ბელალ მუჰამადი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ბელალ მუჰამადი საკუთარ სოციალურ ქსელში ილია თოფურიას შესახებ წერს. პალესტინელი მებრძოლი "მატადორის" აქტივობებს ხელოვნურად მიიჩნევს. ბელალი თვლის, რომ ქართველი ყველაფერში მაკგრეგორს ბაძავს.

ამ საზიზღარმა ყალბი BMF ქამარი იყიდა, რომ მასთან ერთად ეპოზიორა. ის ნელ-ნელა კოლბი კოვინგტონის ქართულ ვარიანტად ყალიბდება. - წერს ბელალ მუჰამედი საკუთარ X-ის გვერდზე

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა თოფურიამ ბელალს ყალბი ჩემპიონი უწოდა. "მატადორი" საკუთარ Instagram-ში პირდაპირით იყო ჩართული, როცა მუჰამადისა და რახმანოვის მომავალ ბრძოლაზე ჰკითხეს. ქართველმა გამარჯვებულად ყაზახი მებრძოლი დაასახელა.

ბუნებრივია ილია ბელალის სიტყვებს უყურადღებოდ არ დატოვებდა და ქართველმა ჩემპიონმა ასეთი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. 26 ოქტომბერს, აბუ დაბიში "მატადორი" საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს. მისი მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოური იქნება.

სხვა სტატიები