Belive

"ის ნამდვილად არის სუპერმსუბუქი წონის GOAT" - ალჯამაინ სტერლინგი დვალიშვილზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

უმარის დამარცხების შემდეგ, მერაბს ჰკითხეს უწოდებდა თუ არა საკუთარ თავს სუპერმსუბუქი წონის GOAT-ს. დვალიშვილმა საკუთარ დივიზიონში ყველა გამორჩეული მებრძოლი დაამარცხა მაგრამ, მაინც ამბობს რომ ის საუკეთესო არ არის. დვალიშვილის აზრით, სუპერმსუბუქი წონის GOAT ალჯამაინ სტერლინგი არის. თავად იამაიკელი მებრძოლი განსხვავებულად ფიქრობს.

ჩვენ ერთად ბევრჯერ გვივარჯიშია და უბრალოდ მგონია, რომ ის ჩემს უნარებს აფასებს. მინახავს მერაბი ხალხს როგორ ანადგურებს. მერაბი პატივს სცემს იმ ყველაფერს, რაც შემიძლია ვარჯიშზე შევთავაზო. მისი გამარჯვებებით დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საუკეთესოობაზე ეჭვები გააქარწყლა. ის სუპერმსუბუქი წონის GOAT ნამდვილად გახდება. - განაცხადა ალჯამაინმა ელვანისთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი პირველია, ვინც უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, "მანქანა" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში "ახალგაზრდა არწივის" მიწაზე გადაყვანა შეძლო. საჩემპიონო ჩხუბში დვალიშვილმა რეკორდის დამყარებაც შეძლო. UFC-ის ისტორიაში მან ყველაზე მეტი - 92 გდება შეასრულა და ამით ლეგენდარულ ჯორჯ სენ-პიერს გადაუსწრო.

სხვა სტატიები