Belive

"ის ძალიან პატარაა და კარგად ვცემდი" - მაკგრეგორი თოფურიაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და MMA ცოცხალი ლეგენდა კონორ მაკგრეგორი ესპანეთში იმყოფება. ირლანდიელი შიშველი მუშტებით ბრძოლის ღონისძიებას ესწრება, სადაც ილია თოფურიას შესახებ ჰკითხეს. კონორ ბევრი არ უფიქრია და პირდაპირ უპასუხა, რომ "მატადორს" მარტივად დაამარცხებდა.

ესპანელ-ქართველი ბიჭი ცუდი ნამდვილად არ არის. მძიმე კრივის სტილი აქვს და შიშველი მუშტებით ბრძოლაში კარგად მოერგებოდა. ის ძალიან პატარაა, ილიასთან შედარებით დიდი ვარ და მარტივად ვცემდი. - განაცხადა კონორმა

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის ქამრის მოპოვების შემდეგ, ილიამ კონორთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. მიუხედავად ჩემპიონის ინიციატივისა, კონორი "მატადროთან" ბრძოლას არ დათანხმდა. იმ მომენტისთვის მაკგრეგორი ჩენდლერთან შესახვედრად ემზაბოდა. საბოლოოდ, ირლანდიელი ჩენდლერთან ჩხუბსაც ჩაეხსნა.

სხვა სტატიები