Belive

"ის არ უფიქრდება რას ლაპარაკობს" - ბელალი ილია თოფურიაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ბელალ მუჰამადასა და ილია თოფურიას შორის სიტუაცია დაიძავა. ყველაფერი სოციალური ქსელებიდან დაიწყო. საინტერესო ის არის, რომ "მატადორმა" ბელალთან წონაში ასვლა და მასთან დაპირისპირებაც კი განიხილა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს თუ რას ვფიქრობდი ილიას მიერ ისლამის გამოწვევაზე. მე კი ვთქვი, რომ ეს ბიჭი დაღესტნიდან არის და მასთან თამაში არ ღირს. როცა ილია თრეშ თოქს ცდილობს ის ძალიან სულელურად გამოიყურება, რადგან ამაში არც ისე კარგია. ილია უბრალოდ ხმაურის შექმნას ცდილობს და უნდა, რომ ხალხმა მასზე იფიქროს თითქოს ცუდი ბიჭია. მეც ზუსტად ეს თქვი. შენს სიტყვებთან ფრთილად უნდა იყო, რადგან დაღესტნელი ბიჭები სილას გაგაწნიან. ის არ უფიქრდება რას ლაპარაკობს. შემდეგ კვირას ჩხუბობ და ახლა იმ ბიჭზე უნდა იყო კონცენტრირებული ვისაც ებრძვი. - განაცხადა ბელალ მუჰამადმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას წინ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. 26 ოქტომბერს "მატადორი" ქვემსუბუქი წონის ქამარს პირველად დაიცავს და მისი მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი იქნება. ეს დაპირისპირება აბუ დაბიში "ეტიჰად არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები