Belive

ენტონი სმიტი მეუღლისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენების გამო დააკავეს

13 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილი მებრძოლი ენტონი სმიტი დაკავებულია. მას საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული: ოჯახში ძალადობა, რამაც სხეულის მძიმე დაზიანება გამოიწვია, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ტერორისტული მუქარა / ტერორიზმთან გათანაბრებული მუქარა

საქმე ასე გამოიყურება - სმიტი იმავე საღამოს, კონცერტიდან შელაპარაკების გამო გააძევეს. მოგვიანებით მან მეუღლე ავტომობილში იძულებით ჩასვა და მოკვლით დაემუქრა, თუ იგი მანქანიდან გადავიდოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენტონიმ რამდენჯერმე სცადა ცოლისთვის ავტომობილის დაჯახება. ასევე მოწმეებმა განაცხადეს, რომ მისი სახლიდან გასროლის ხმა გაიგონეს და სმიტი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუ სამართალდამცავები სახლში შესვლას შეეცდებოდნენ.

ნებრასკის შტატის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500,000 დოლარის ოდენობის გირაო დააწესა. გარდა ამისა, მას სასამართლომ მკაცრი შეზღუდვები დააკისრა, მათ შორის მეუღლესთან ნებისმიერი სახის კონტაქტი. თუ მას სამივე მუხლით ცნობენ დამნაშავედ, ნებრასკის შტატის კანონმდებლობით ჯამში 26 წლამდე პატიმრობა ემუქრება:

სხვა სტატიები