იოჰანეს კლებო - ზამთრის ოლიმპიადებზე ყველაზე მეტი ოქროს მფლობელი
ნორვეგიელმა მოთხილამურემ, იოჰანეს ჰოსფლოტ კლებომ ისტორიული მიღწევა დააფიქსირა. ნორვეგიამ მილანო კორტინაში, თხილამურებით სრიალის ესტაფეტაში გამარჯვება მოიპოვა, კლებომ კი კარიერაში მეცხრე ოლიმპიური ოქრო მიიღო, რაც აბსოლუტური რეკორდია (ზამთრის სახეობებში).
'თხილამურებით სრიალის მეფე' მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ოქროებს იგებს, მან ამ ოლიმპიადაზე უკვე მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა.
29 წლის სპორტსმენმა სამ თანამემამულეს გაუსწრო, რომლებსაც სულ რაღაც ორი დღის წინ გაუთანაბრდა და კლებოს ჯერ კიდევ აქვს 2 დისციპლინა გასავლელი - სათხილამურო ტრასის მეფეს შეუძლია თამაშები 11 ოქროს მედლით დახუროს. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსივე დისციპლინის დომინანტური გამარჯვებით და ამ ოლიმპიადაზე ასეთი შესანიშნავი ფორმით, ეს კიდევ უფრო სავარაუდოა. მთლიანობაში, კლებოს 11 ოლიმპიური მედალი აქვს, საიდანაც ერთი ვერცხლი, ხოლო ერთი ბრინჯაო გამოერია (ორივე 2022 წელს).
Johannes Hoesflot Klaebo, the Olympic history maker 👏
— BBC Sport (@BBCSport) February 15, 2026
The Norwegian is the first athlete in Winter Olympics history to win NINE gold medals 🥇 pic.twitter.com/YE08usCyEu