ილია მალინინმა ოლიმპიადისგან 'სამართლიანი თამაშის' ჯილდო მიიღო
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, სიამაყით აცხადებს, რომ ამერიკელი ფიგურული მოციგურავე, ილია მალინინი, მილანი/კორტინას 2026 წლის ოლიმპიადის, 'სამართლიანი თამაშის' ჯილდოს მფლობელად დასახელდა" - ვკითხულობთ ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ექვსი გამორჩეული ფინალისტისგან შემდგარი სიიდან, მალინინი მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოვლენილი ემოციური სპორტული ნების გამოვლენისთვის შეირჩა. რთული გამოსვლის შემდეგ, რომლის დროსაც პირველიდან მერვე ადგილამდე დაქვეითდა, მალინინმა მაშინვე გვერდზე გადადო პირადი იმედგაცრუება და თბილად მიესალმა ყაზახ მიხაილ შაიდოროვს. მალინინმა შაიდაროვს გამარჯვება მაშინვე მიულოცა.
წლევანდელმა კონკურსმა, ჯილდოს ისტორიაში გულშემატკივრების ჩართულობის ყველაზე მაღალი დონე აჩვენა. გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების საერთო რაოდენობამ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს დაფიქსირებულ რეკორდულ ჩართულობასაც კი გადააჭარბა.
ეს ჯილდო პატივს მიაგებს კორტინელი იტალიელი ბობსლეის ლეგენდის, ეუგენიო მონტის მემკვიდრეობას, რომელიც 1964 წელს, სამართლიანი თამაშის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.
Ilia Malinin is the recipient of the #MilanoCortina2026 Fair Play Award! 🤝
— The Olympic Games (@Olympics) March 5, 2026
When Mikhail Shaidorov won gold with his majestic free skate performance, the first to congratulate him was Malinin. Even though he’d just fallen from first to eighth, the American showed grace in…