"იმედია წლის ბოლომდე შევხვდებით" - თოფურიამ ჰოლოუეი გამოიწვია
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 300-ის მეგაშოუზე, სადაც არაერთი განსაკუთრებული ბრძოლა გაიმართა, გულშემატკივარმა უდიდესი სიამოვნება მიიღო. განსაკუთრებულ ინტერესს გეიჯისა და ჰოლოუეის დაპირისპირება იწვევდა, რომელსაც BMF ქამრის მფლობელი უნდა გამოევლინა.
მაქს ჰოლოუეიმ მე-5 რაუნდის დასრულებამდე 1 წამით ადრე გეიჯი დაანოკაუტა და ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. UFC -ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჰოლოუეის გამარჯვებას გამოეხმაურა და ბრძოლაში გამოიწვია.
გილოცავ ბრწყინვალე პერფორმანსს. პატივს ვცემ შენს ისტორიას და იმ ყველაფერს, რასაც ოჯახთან ერთად მიაღწიე. იმედია წლის ბოლომდე ოქტაგონს გავიზიარებთ და დამიჯერე ეს იქნება ისეთი რამ, რაც მანამდე არასდროს გქონია. მე ვიქნები პირველი, ვინც შენს სინათლეს ჩააქრობს. - ილია თოფურია
Congrats on your performance Max . Respect your story and everything you achieved with a beautiful family . Hopefully we gonna share the octagon before the end of the year and trust me you gonna feel something that you never felt before . I will be the first one to take your…
— Ilia Topuria (@Topuriailia) April 15, 2024