Belive

"იმედია მერაბი თავს არ ამარიდებს" - უმარ ნურმაგომედოვი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს UFC-ს მეორეჩემპიონი ჰყავს. Sphere-ში გამართულ ორთაბრძოლაში მერაბმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა. "მანქანა" 5 რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და ნანატრი ქამარი წელზეც შემოირტყა.

დვალიშვილის მომავალ მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. სხვათაშორის, დანა უაითმა განაცხადა, რომ ო'მალისა და მერაბს შორის გამარჯვებულ სწორედ უმარი შეხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ესწრებოდა. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ჯო როგანმა მერაბს უმარზე ჰკითხა, თუმცა, კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

შონისგან მეტს ველოდი, მერბმა მისი საქმე შესანიშნავად შეასრულა. იმედია მაქვს ნამდვილ გამოწვევას არ გარქცევა. ყოველ შემთხვევაში მე მზად ვარ. - წერს ნურმაგომედოვი საკუთარ X-ის გვერდზე

დვალიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს. მერაბის აზრით, UFC მას საქმეს უადვილებს.

სხვა სტატიები