"მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლა არმან ცარუკიანს უნდა მისცეთ" - დემეტრიუს ჯონსონი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
MMA-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა დემეტრიუს ჯონსონმა მსუბუქ წონაში არსებული სიტუაცია შეაფასა. Mighty Mouse თვლის, რომ ილიას შემდეგი მოწინააღმდეგე არმან ცარუკიანი უნდა იყოს.
არ მისცეთ ჯასტინ გეიჯი, მიეცით არმან ცარუკიანი. არც პადი, ილიას მოწინააღმდეგე არმანი უნდა იყოს. აი, ამაზე ვსაუბრობ. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი სატელევიზიო შოუს ემსგავსება. ცხადია, არმანი პირველი პრეტენდენტია, თუმცა UFC პადისთან ბრძოლის ჩანიშვნას ცდილობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩხუბი უკეთ გაიყიდება. ვფიქრობ, მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლას ვინ ყველაზე მეტად იმსახურებს არმან ცარუკიანია. - განაცხადა დემეტრიუს ჯონსონმა
👀Demetrious Johnson went OFF on the UFC for not giving Arman Tsarukyan a title fight next:
— Home of Fight (@Home_of_Fight) June 29, 2025
"That’s why I say it’s a reality TV show. Onviously Arman is a number one contender…
But [UFC] is forcing this fight with Paddy Pimblett vs Ilia Topuria. Just because it’s probably… pic.twitter.com/gEL00rlzuL
შეგახსენებთ, რომ ილიამ მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა გათიშა და ორი წონის ჩემპიონი გახდა. ამ ბრძოლის დამზღვევი არმან ცარუკიანი იყო, რომელიც მსუბუქი წონის რეიტინგში ამჟამად მეორე ნომერია.