"იმედგაცრუებული ვიყავი, რომ დიორა კელდიოროვა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო" - უტა აბე
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის -52 კგ. წონით კატეგორიაში უტა აბემ კოსოვოელი დისტრია კრასნიჩი დაამარცხა და მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
იაპონელმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოგების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და ოლიმპიადაზე განცდილი მძიმე მარცხიც გაიხსენა:
ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამიტომ ეს ჩემპიონობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემთვის ამ ტურნირზე მთავარი იყო, რომ ჩემი სტილი შემენარჩუნებინა და ვისაც არ უნდა შევხვედროდი, ერთადერთი მიზანი გამარჯვება იყო.
იმედგაცრუებული ვიყავი, რომ დიორა კელდიოროვა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება და შურს ვიძიებ, მაგრამ დღეს მთავარი გამარჯვება იყო და ვამაყობ როგორც ვიბრძოლე. - უტა აბე