"ილიასთან ბრძოლა ისლამს არანაირ სარგებელს არ მოუტანს" - ხავიერ მენდესი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადანაცვლების და მახაჩევთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. ისლამის მწვრთნელის - ხავიერ მენდესი ფიქრობს, რომ "მატადორის" მხრიდან ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იქნება. ერთ-ერთ კანადურ გამოცემასთან საუბრისას, AKA-ს მთავარი მწვრთნელის თქმით, ქართველს ჯერ საკმარისი არ გაუკეთებია, რომ მახაჩევს ებრძოლოს.
თოფურია მახაჩევის შესაფერისი მეტოქე ჯერ კიდევ არაა. ვაცადოთ ილიას გაასუფთაოს საკუთარი დივიზიონი, ისლამი კი საკუთარ საქმეს მიხედავს მსუბუქ წონაში და იმედია, ამის შემდეგ ბრძოლაც შედგება. ისაუბროს ილია, აცადეთ მისი საკმე აკეთოს, რომელიც ძალიან მომწონს. ის მებრძოლებს იწვევს ისე, რომ არც მათ რელიგიას და წარმომავლობას შეურაცხყოფას არ აყენებს. თუ ერთ დღესაც მასთან ბრძოლა ჩაინიშნება, მოგვიწევს მისი დამარცხების გზები გამოვძებნოთ. ილიას მხოლოდ ერთი სატიტულო დაცვა აქვს, ისლამმა კი ეს უკვე ორჯერ გააკეთა. მახაჩევმა ერთი ქვემსუბუქწონოსანი უკვე დაამარცხა და თუ მეორეს დაამარცხებს ეს მის მემკვიდრეობას როგორც წაადგება? ილია ჩვენს ჰორიზონტზე არ არის. ისლამს უნდა საკუთარ წონაში ხალხის ცემით გახდეს ცნობილი. ილიასთან ბრძოლა ისლამს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. მოდით, ბრძოლის მიმართ ყურადღება გავზარდოთ და თუ ეს მნიშვნელობას შეიძენს, ჩხუბიც ჩავნიშნოთ. მაგრამ ახლა სანამ UFC ბრძოლას არ ჩანიშნავს, ამაზე საუბარი ბავშვური მგონია. - განაცხადა ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა
სოციალურ ქსელში ილია თოფურიას სიტყვები გავრცელდა, სადაც ამბობს რომ ისლამ მახაჩევს საბმიშენით დაამარცხებს. ამ სიტყვებს თავიდანვე გამოუჩნდნენ სკეპტიკოსები. ფანები თვლიან, რომ ილიას საკმარისი ხარისხის სპარინგ პარტნიორები ესპანეთში არ ჰყავს. იგივეს ფიქრობს მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესიც.