Belive

"ილიას ყველაზე რთული მეტოქე მე ვიყავი" - იუსუფ ზალალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამარს ილია თოფურია, რომ ფლობს ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. ქართველის კარიერა ყველაზე პრესტიჟულ MMA ორგანიზაციაში 2020 წელს დაიწყო. "მატადორის" პირველი მოწინააღმდეგე მაროკოელი იუსიფ ზალალი იყო, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ზალალი მის მომდევნო ბრძოლა ამ უქმეებზე გამართავს. მაროკოელის მოწინააღმდეგე ბილი კუარანტილო იქნება. ბრძოლების წინ სპორტსმენები ჟურნალისტებს შეხვდნენ, სადაც ზალალმა განაცხადა, რომ ის ილიასთვის ყველაზე რთული მეტოქე იყო.

ილიას ყველაზე რთული მეტოქე მე ვიყავი. ჯოშ ემეტთან ბრძოლა მისთვის რთული საერთოდ არ ყოფილა. თუ იმ ბრძოლას თავიდან უყურებთ ნახავთ, რომ მე არ დავმარცხებულვარ. მე ამ აზრზე დავრჩები. სხვათა შორის, ილია ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და მასთან მარცხის გამო ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. - განაცხადა ზალალმა

ილიასთან მარცხის შემდეგ, იუსუფ ზალალმა კიდევ ორი ბრძოლა დათმო. ბოლოს როცა მაროკოელი UFC-ის ოქტაგონზე გამოვიდა დეიმონ ბლეკშირთან დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

სხვა სტატიები