Belive

"ილიას ვაჩვენებ თუ როგორია მაღალი ეშელონის მებრძოლთან ჩხუბი" - ვოლკანოვსკი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ისტორიაში პირველად ქართველი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ილია თოფურია პირველი იქნება, რომელიც შეეცდება ტიტული საქართველოში წამოიღოს. "მატადორი" ქვემსუბუქი წონისთვის ალექს ვოლკანოვსკის შეხვდება.

ავსტრალიელმა ჩემპიონმა მომავალი ბრძოლის შესახებ საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

მახაჩევთან მარცხის შემდეგ, ეს ბრძოლა ჩემთვის იდეალურია. ჩემს წონაში დავბრუნდი და დაუმარცხებელ სუპერვარსკვლავთან გამარჯვება ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. გულშემატკივარს ჩემს სახელს შევახსენებ. იმის თქმა, რომ ილია ყველაზე ძლიერი მეტოქეა, ჩემს ყოფილ ოპონენტებს შეურაცხყოფს. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. მისი რეალური ძალა ჩემთან გამოჩნდება. მე გამოცდილი ვარ, საბრძოლო IQ მაქვს და შესანიშნავ ფორმაში ვარ. ილიას ვაჩვენებ თუ როგორია მაღალი ეშელონის მებრძოლთან დაპირისპირება. ვნახოთ დარჩება თუ არა თავის სიმაღლეზე და გაუმკლავდება თუ არა ჩემს ზეწოლას. ჩემი ყოფილი ოპონენტებიც მსგავსად საუბრობდნენ, თუმცა, ოქტაგონზე შემოსვლისას ვერაფერს აკეთებდნენ. შენი რეკორდი არაფერს ნიშნავს, როცა წინ ჩემნაირ მებრძოლს უდგები. ამ დროის განმავლობაში ბევრი გამოცდა ჩავაბარე და დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. ილიასაც ეძლევა ამის შანსი, თუმცა, სამწუხაროა, რომ ის მხოლოდ ჩემი ამბის ნაწილია. ცუდი ბიჭი არ არის მაგრამ, მან თავი დაკარგა. უკვე ფიქრობს, რომ სუპერვარსკვლავია. მას კარგი გამოსაფხიზლებელი გაკვეთილი სჭირდება. ჩემთან შეხვედრა ილიას უკეთეს მებრძოლად და ადამიანად აქცევს. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს. მისი მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დვალიშვილი სატიტულო ბრძოლასაც მიიღებს.

სხვა სტატიები