"ილიას შეტევების გასანეიტრალებლად შესანიშნავი სტილი მაქვს" - ალჯამაინ სტერლინგი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 308-ზე ილია თოფურიამ საკუთარი ქამარი წარმატებით დაიცვა. "მატადორის" მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი იყო, რომელიც მესამე რაუნდში დაანოკაუტა.
სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი ამბობს, რომ ილიას დამარცხება შეუძლია. Funk Master-ის თქმით, ილიას ყველა მოწინააღმდეგე არასწორ სტრატეგიას ირჩევდა. "ალჯო" თვლის, რომ მისი სტილი თოფურიას შეტევების გასანეიტრალებლად იდეალურია.
ჩემი აზრით, ილიას შეტევების გასანეიტრალებლად შესანიშნავი სტილი მაქვს. მოწინააღმდეგეების უმრავლესობამ მასთან დგომში ბრძოლა გადაწყვიტა. მე ამას არ გავაკეთებ. მასთან დაპირისპირება გრეპლინგის შეხვედრად უნდა ვაქციო. მე ვეცდები გამარჯვება მოვიპოვო და არა ჩემი ჩემი ტვინი სხვა განზომილებაში გავგზავნო. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა.
შეგახსენებთ, რომ იამაიკელმა მებრძოლმა წონა შეიცვალა და ახლა ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს. სტერლინგს მომავალი ჩხუბი მოვსარ ევლოევთან ელის. იმ შემთხვევაში თუ ალჯამაინი ინგუშის დამარცხებას მოახერხებს, საჩემპიონო ქამარზე პრეტენზია აუცილებლად ექნება.