Belive

"კორი სენდჰეგენი სახიფათო მეტოქეა, რადგან მისი შეჩერება ძალიან რთულია" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენის შესახებ ისაუბრა. "მანქანა" ამბობს, რომ კორი მისთვის ძალიან სახიფათო მეტოქე იქნება. მერაბმა მოწინააღმდეგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მის უნარებზეც ისაუბრა.

ბევრი ფიქრობს, რომ ამ ჩხუბში ჩემს საწადელს მარტივად მივაღწევ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. კორი სენდჰეგენი ძალიან საშიში მებრძოლია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. როცა მან ფრენკი ედგარი დროზე ადრე დაამარცხა ძალიან გაოცებული ვიყავი. კორის გამარჯვება აქვს ბაუტისტას წინააღმდეგ, რომელიც შემდეგი კანდიდატია ჩვენს წონაში. დომინანტურად გაიმარჯვა ჩიტოსთან, შეაჩერა სონგ იადონგი და შესანიშნავი ჩხუბები ჰქონდა იანთან და უმართან. კორი სენდჰეგენი სახიფათო მეტოქეა, რადგან მისი შეჩერება ძალიან რთულია. შეუძლია საბმიშენი გაგიკეთოს, ნოკაუტის ძალა აქვს, კარგი კარდიო, შესანიშნავი თეიქდაუნების დაცვა, ფეხზე კარგად მოძრაობს და შემიძლია მისი დადებით მხარეებზე დიდი ხანი ვისაუბრო. ასე რომ, მასთან ჩხუბს მარტივად არ ვუყურებ. - ამბობს მერაბ დვალიშვილი

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი გაიმარჯვებს, ეს ქართველისთვის მესამე წარმატებული ტიტულის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები