"ილიას მენეჯერის ადგილას რომ ვიყო, ქამარს არ დავათმობინებდი" - ოლივეირას მწვრთნელი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
MMA Fighting-თან საუბრისას, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა - დიეგო ლიმამ ილიას მენეჯერს გადაწყვეტილება დაუწუნა. ბრაზილიელის აზრით, თოფურიას ქამარი არ უნდა დაეთმო. დიეგო ლიმამ ისლამ მახაჩევზეც ისაუბრა.
მე თოფურიას მენეჯერი არ ვარ, მაგრამ ჩემს მებრძოლს ქამრის დათმობის უფლებას არ მივცემდი. ზედა წონაში ასვლას არაფრის გამო არ გავრისკავდი. არ ვიცი თოფურიამ ასე გააკეთა თუ არა. ბევრი დეტალი არის, რაც ჯერ არ ვიცით.
მახაჩევმა ბევრჯერ თქვა, რომ ზედა წონაში ასვლა უნდა. ისლამსა და ჩარლზ შორის ქამრისთვის ბრძოლა უკვე იყო. აი, რისი მოგება გვსურს, მაგრამ ორი პრობლემაა - ბელალთან ჩხუბი და ილია თოფურია. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება თუ ბელალი წააგებს და არც ის ვიცით რა მოილაპარაკა თოფურიამ UFC-სთან - განაცხადა დიეგო ლიმამ
ილიამ და ოლივეირამ სოციალურ ქსელში სიტყვები არაერთხელ გაცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მათ შორის არც ისე სტაბილურია, ბრძოლა დიდი ალბათობით არ შედგება. თოფურიას მომავალი მეტოქე სავარაუდოდ ისლამ მახაჩევი იქნება.