Belive

"ილიას ისლამის გათიშვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია" - არმან ცარუკიანი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევისთვის სერიოზული პრობლემაა. სომეხის თქმით, "ლეგენდას" დაღესტნელის გათიშვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. არმანმა ისიც თქვა, რომ თოფურიასთან ბრძოლას დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდა.

ილია დაბალია და ისლამს ფეხებში შესვლა გაუჭირდება. ამავდროულად, თოფურიას ძლიერი დარტყმა აქვს. მას ისლამის გათიშვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

თოფურიასთან ჩხუბი, რომ შემომთავაზონ მომზადებას ახლავე დავიწყებ. დიეტას დავიცავ და სრულ მომზადებას გავივლი. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევს საბრძოლო მზადება უკვე დაწყებული აქვთ. ამის შესახებ ილიამ სოციალურ ქსელშიც დაადასტურა. მათი ჩხუბის სავარაუდო თარითი 28 ივნისია.

სხვა სტატიები