"4-5 წელი და მე და უსმანი ამ სპორტში ყველაზე დიდებული ძმები ვიქნებით" - უმარ ნურმაგომედოვი
4 საათის წინ
სხვა
1 წთ
უმარ ნურმაგომედოვი ამბობს, რომ ის და მისი ძმა - უსმან ნურმაგომედოვი ძალიან მალე MMA-ს ისტორიაში საუკეთესო ძმები იქნებიან. უმარის თქმით, ამისთვის სულ რაღაც 4-5 წელი არის საჭირო.
ჩვენ აქ ვართ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტები ვიყოთ და ეს სხვებმაც ნახონ. ჩვენ ამას ვეცდებით. კიდევ 4-5 წელი, ჩვენ აქ დავრჩებით და სპორტში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ძმები ვიქნებით. ეს არის ჩვენი მიზანი. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი UFC-ს პირველი ნომერია. რაც შეეხება უსმანს, ის PFL-ის ჩემპიონია.