"ილიას და ისლამის ჩხუბის ნახვა ყველას გაახარებს" - ხავიერ მენდესი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევის მწვრთნელი ამბობს, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბის ხილვა ყველას უნდა. მისი აზრით, სცენარი ისე ვითარდება, რომ ადრე თუ გვიან ეს ჩხუბი შედგება.
მახაჩევის ზედა წონაში გაჩემპიონების და თოფურიას 70 კილოში ძალების დამტკიცების შემდეგ, მათი ჩხუბი ყველას გაახარებს. გადაწყვეტილებებს UFC-ს ღმერთები იღებენ. ყველა ხვდება, რომ ეს იდეალური სიტუაცია იქნება. არსებობს ფაქტები, რომელიც ამ ბრძოლისკენ გვიბიძგებს და ბევრსაც ვსაუბრობთ. არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ. ყველაფერი ცხადია. ყველა, ვისაც ეს სპორტი უყვარს და თვალს ადევნებს, ხვდება რომ სცენარი ასე განვითარდება. - განაცხადა ისლამის მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ ისლამმა ზედა წონაში ასვლის და ორმაგი ჩემპიონობის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ილიას, მის მომავალ მეტოქედ ჩარლზ ოლივეირა განიხილება.