Belive

"ილიას და პადის ბრძოლა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ჩხუბია!" - ტომ ასპინალი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონი ტომ ასპინალი თოფურიასა და ოლივერიას ჩხუბს დაესწრო. ინგლისელი "მატადორის" ნოკაუტით აღფრთოვანებული დარჩა და ისიც აღნიშნა, რომ მასთან პადის ბრძოლა ყველას ძალიან აინტერესებს.

ილიამ ჩარლზი გააბრტყელა. პადი საქმეში ჩართული იყო. ის სკამის რიგებს გადაახტა, რომ ილიას პირისპირ დადგომოდა. მათ ჩხუბს სიამოვნებით ვნახავდი. ამ ეტაპზე MMA-ს სამყაროში ეს ყველაზე დიდი ჩხუბი იქნება. ილია გასაოცარ ფორმაშია. - განაცხადა ტომ ასპინალმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ერთ-ერთ პოტენციურ მოწინააღმდეგედ პადი პიმბლეტი განიხილება. მსუბუქ წონაში გაჩემპიონების შემდეგ, ილიასთან ოქტაგონზე პიმბლეტი ავიდა და გამოწვევას დათანხმდა.

სხვა სტატიები