Belive

"ილიას ახლო ჩხუბი რომ ჰქონოდა, რევანშს დაიმსახურებდა" - არმან ცარუკიანი

4 საათის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე საათის უკან დენიელ კორმიემ არმან ცარუკიანთან ინტერვიუ ჩაწერა. DC-მ არმანს ჰკითხა: ის იმსახურებს გეიჯისთან ბრძოლას თუ ილიასთან რემატჩს? ცარუკიანი კი, რა თქმა უნდა, შემდეგ კონტენდერად საკუთარ თავს ასახელებს.

მე ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ამ შაბათს განაცხადს გავაკეთებ და ჯასტინთან ჩხუბს მივიღებ. ილიას მასთან ახლო ჩხუბი რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა, რემატჩი ჩანიშნულიყო. სიმართლე გითხრათ, ამ შედეგით გაოცებული დავრჩი. ჯასტინმა ძალიან მარტივად მოიგო. მეგონა, რომ მეტს იწვალებდა, მაგრამ გეიჯი საოცრად გამოიყურებოდა. - ამბობს არმან ცარუკიანი

არმანის ყურადღება ახლა საკუთარ ბრძოლაზეა მიმართული. 20 სექტემბერს ის UFC 331-ის თანამთავარ ბრძოლაში მაურისიო რუფის შეხვდება. ცარუკიანისთვის ეს ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ჩხუბს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

სხვა სტატიები