"ილიამ ჩემი სამი გუნდელი დიდი ხელთათმანით გათიშა" - გილბერტ ბარნსი
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 298-ზე ილია თოფურიამ საკუთარი შესრულებით MMA-ს სამყარო გააოცა. "მატადორმა" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ამ ბრძოლაში ილიამ დივიზიონში საუკეთესო მოკრივის სტატუსი უფრო გაიმყარა. გასულ წელს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ჩატარებული რაუნდები საოცრება იყო. ბრძოლის შემდეგ, ემეტს სახეზე უამრავი დაზიანება ჰქონდა. ამ ჩხუბისთვის მოსამზადებელი პერიოდი ილიამ Kill Cliff hall-ში გაიარა. ეს დარბაზი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ კამარუ უსმანი, ვისენტე სუკე, მაიკლ ჩენდლერი, ჯეისონ ჯექსონი, შავკატ რახმონოვი და გილბერტ ბარნსი ვარჯიშობენ.
ლუკ ტომასთან საუბრისას გილბერტ ბარნსმა ილიასთან ჩატარებული ვარჯიშები გაიხსენა.
არ გამკვირვებია, როცა ილიამ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მან ჯოშ ემეტის ბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდის ნახევარი ჩვენთან გაიარა. მან ჩემი სამი თანაგუნდელი დიდი ხელთათმანით გათიშა. კიდევ ერთხელ ვიტყვი. ისინი დიდი ხელთათმანებით გათიშა. მის ვარჯიშს ვუყურე. ის დიდი არ არის, არც მაღალი მაგრამ, ძალიან ძლიერია. ერთ დღეს ჭიდაობის ვარჯიში გვქონდა. ილია ერთ დაღესტნელ ბიჭს დაეჭიდა. იმ ბიჭს საკმაოდ კარგი დაცვა ჰქონდა და ძლიერიც იყო. თუმცა, ილიამ ისიც გაანადგურა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ბიჭს ყველაფერი შეეძლო. ვნახე მისი გრეპლინგის დონეც. ვიცოდი, რომ ჩემპიონი გახდებოდა. - განაცხადა გილბერტ ბარნსმა