Belive

"ილია ვოლკს შესანიშნავ დროს შეხვდა" - მაქს ჰოლოუეი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლა ნელ-ნელა გაოფიციალურებისკენ მიდის. დანა უაითმა განაცხადა, რომ BMF-ის ახალ ბრძოლაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ჰოლოუეიმ თავისი მომავალი მეტოქის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. ჰავაიელი მებრძოლის თქმით, თოფურიას მეტოქე სატიტულო ჩხუბში საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა.

ილია ვოლკს შესანიშნავ დროს შეხვდა. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს იგივე ვოლკანოვსკია, რომელიც 65 კილოგრამში ყველაფერს იდეალურად აკეთებდა, მე მას მატყუარას დავუძახებ. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ
View this post on Instagram

A post shared by MMA On Point (@mmaonpoint)

შეგახსენებთ, რომ BMF-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ბუნებრივია, რომ "მატადორმა" გამოწვევას უპასუხა და ბრძოლაზე დათანხმდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დიდია ალბათობა ილიამ და მერაბმა კვლავ ერთ საღამოს იჩხუბონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხილავთ.

სხვა სტატიები