Belive

"ილიას ჯერ ისლამის მსგავს ბიჭებთან არ უჩხუბია" - არმან ცარუკიანი

8 საათის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქი წონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ილიასა და ისლამის ჩხუბზე ისაუბრა. სომეხის თქმით, შანსები თანაბარია და არჩევანის გაკეთება უჭირს.

ძალიან რთული ჩხუბი იქნება. ილია ბევრად კარგი სტრაიკერი და მოკრივეა. თუმცა, ილიას არასდროს უჩხუბია ისეთ კარგ მოჭიდავესთან როგორიც ისლამია. ჩემი აზრით, შანსებია 50/50-ზე იქნება. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ არმანს ისლამის წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული. თუმცა, ჩხუბამდე რამდენიმე საათით ადრე ცარუკიანმა წელის ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა.

სხვა სტატიები