Belive

ილია თოფურია UFC-ის თავისი ძმის დებიუტს სთხოვს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურიამ UFC-ის თავისი ძმის დებიუტი სთხოვა.

რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ილია UFC-ის ღონისძიებას ესპანეთში ჩაიტანდა. თოფურიამ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით იკითხა, თუ კიდევ რომელ ესპანელს ისურვებდნენ ქარდზე.

GOL digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილიამ UFC-ის საკუთარი ძმის დებიუტი სთხოვა. მართალია, ილია ძალიან მაღალი დონის მებრძოლია, თუმცა, მისი ძმა ალექსანდრე არაფრით ჩამოუვარდება. "მატადორის" მსგავსად, ალექსანდრე ძალიან პერსპექტიულ მებრძოლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ძმები ერთმანეთის სპარინგ პარტნიორები არიან.

ილიას ძმას პროფესიონალურ დონეზე 5 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და 4 გამარჯვებით დაასრულა.

სხვა სტატიები