Belive

ილია თოფურიამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი - ილია თოფურია, ღირსეულად დააფასეს და საქართველოსა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლს, ესპანეთის მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.

ილია თოფურია 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და ოქტაგონზე ყოველთვის საქართველოსა და ესპანეთის დროშებით გადის. "ელ მატადორის" სამშობლო საქართველოა და ამას ყოველთვის ღიად აფიქსირებს, ესპანეთში კი 15 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ილია თოფურიას ღირსეული ჯილდო გადასცა - ესპანეთის სპორტის მინისტრმა და ხელისუფლების წარმომადგენელმა, პილარ ალეგრიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

სხვა სტატიები